ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“კახი კალაძეს ფეხებში უფრო მეტი ტვინი აქვს, ვიდრე ალეკო ელისაშვილს თავში” – ბექა დავითულიანი

„ქართული ოცნების“ წევრი, ბექა დავითულიანი საბურთალოს რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატის ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმაურება.

როგორც დავითულიანი განმარტავს, კახი კალაძეს ნამდვილად ფეხებში უფრო მეტი ტვინი აქვს, ვიდრე ალეკო ელისაშვილს თავში.

„ალეკო ელისაშვილის ეს განცხადება ადასტურებს იმას, რომ კახა კალაძეს ნამდვილად ფეხებში უფრო მეტი ტვინი აქვს, ვიდრე ალეკო ელისაშვილს თავში, იმიტომ რომ კახა კალაძის ფეხებმა ორი ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ალეკო ელისაშვილის თავში იბადება ასეთი მდარე კომენტარები, რომლითაც შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს ღვაწმოსილ სპორტსმენებს – ფეხბურთელებს“, – განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისთვის, ელისაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გამოთქმას – „ფეხბურთელებს ტვინი ფეხებში აქვთ“ – კახა კალაძე ამართლებს.

იტვირთბა....