ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“თემურ ალასანიას და გუბაზ სანიკიძის საუბრის ჩანაწერი გადატრიალებისთვის არ გამოდგება!” – ელისო კილაძე

“ქრონიკა პლიუსის რედაქტორს, ელისო კილაძეს მიაჩნია, რომ თემურ ალასიანიას და გუბაზ სანიკიძის ფარული ჩანაწერები სახელმწიფო გადატრიალებისთვის არ გამოდგება. – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მან სოფიალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

როგორც რედაქტორი მიიჩნევს, ჩანაწერებში მშვენიერი დიპლომატიური რჩევებია მოცემული.

“თემურ ალასანიას და გუბაზ სანიკიძის საუბრის ჩანაწერში რა არის სკანდალური?
მშვენიერი დიპლომატიური რჩევებია (გადატრიალებისთვის არ გამოდგება),
სალომე სამადაშვილს რაც შეეხება, მანდ უდიდესი სკანდალი პარლამენტის წევრის უკანონო მოსმენაა!
გინებაზე თუ მიდგება საქმე, ღარიბაშვილის გინება ბევრად უფრო შთამბეჭდავია
ჰო, ჩემი ხმა მაინც მოპარულია!” – წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გუშინ “TV იმედმა” გაავრცელა, ფარული ჩანაწერები, რომელიც გუბაზ სანიკიძეს და სალომე სამადაშვილს ეკუთვნოდა.

 

იტვირთბა....