მთავარი ციტატა

“მივედი მათ შეკრებაზე, ლეიბორისტულ სამოთხეში, იქა, შალვას ბაღები რომ არის…” – სანიკიძე ალასანიას ფარული ჩანაწერი

“ბატონო თემურ, ახლა გეტყვით, მე ფიცი არ მიყვარს, მაგრამ ღმერთს გეფიცებით, მკრეხელობას ჩავდივარ, გუშინწინ მივედი მათ შეკრებაზე, ლეიბორისტულ სამოთხეში, იქა, შალვას ბაღები რომ არის, სადაც სისულელეების მეტს არაფერს არ ლაპარაკობდნენ. ვუსმინე, ვუსმინე და ვუთხარი, მე გეტყვით, რა არის გეგმა და ახლა მე ჩამოგითვლით. უბრალოდ პუნქტები არის, რიგითობაა განსხვავებული. პირველი – მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ საქართველოში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, მეორე – შეიქმნას ეროვნული ხსნის კომიტეტი, ასე დავარქვი, რაც თქვენ თქვით, რომელიც პარალელურ ფუნქციებს აიღებს ქვეყანაში, პარალელური მთავრობა, რაც თქვენ თქვით, მესამე – ულტიმატუმის მიცემა.”

გუბაზ სანიკიძე – გაერთიანებული ოპოზიციის წევრი

უკრაინულმა ინტერნეტ გამოცემამ obozrevatel, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ბიძის, თემურ ალასანიას და გუბაზ სანიკიძის სატელეფონო საუბარი გაავრცელა.

იტვირთბა....