თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც ოპოზიციის მიერ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმას ეხმაურება.
როგორც ხიდაშელი აღნიშნავს, სამართლიან არჩევნებში რომ წაეგო ოპოზიციას, არც მაშინ ექნებოდათ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენა.
„ამას მაინც ნუ იმეორებთ დაჟინებით, რომ შევიდეთ მაინც ვერ გვექნება გადაწყვეტილებებზე ზეგავლენაო – ეს რა უბედურებაა, ან რა არგუმენტია.
ჯერ ერთი, ამ წუთის მდგომარეობით „ქართულ ოცნებას“ იმდენი ხმა აქვს, რომ მთავრობასაც ვერ ქმნის;
შესაბამისად, უბრძოლველად დათმობილი მეორე ტურები ამ უფლების ჩუქებაა თქვენგან;
ყველა მაჟორიტარის ასე უბროლველად მოგების პირობებშიც უამრავი პრინციპული გადაწყვეტილებაა, რომელსაც იმაზე მეტი ხმა სჭირდება, ვიდრე ისინი იქნებიან;
სამართლიან არჩევნებში რომ წაგეგოთ და შესაბამისად ნაკლები ყოფილიყავით პარლამენტში, არც მაშინ გექნებოდათ გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენა და რაღაზე მონაწილეობდით არჩევნებში, ლელა კაკულიამ გითხრათ, რომ 77-ზე მეტი იქნებოდით?
რამე უფრო სერიოზული მაინც მოიფიქრეთ, რომ ამ სამაგალითოდ უსამართლო არჩევნების პირობებში სასაცილოდ არ გამოჩნდეს ეს ყველაფერი“, – განაცხადა ხიდაშელმა.