დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდსიტუაცია რთულდება. აღნიშნული განცხადება გამყრელიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების 74% სიმპტომიანია.
„დღეს, 10 – თვიანი ისტორიის განმავლობაში ინფიცირების ყველაზე მაღალი რიცხვი გვაქვს. ყველაზე მეტი შემთხვევა – 1044 გამოვლინდა თბილისში, აჭარას იმერეთმა გადაასწრო და გვაქვს 526, აჭარაში – 503, ქვემო ქართლში – 207, შიდა ქართლში – 177, გურიაში – 89, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 117, კახეთში – 36, მცხეთა-მთიანეთში – 43, სამცხე-ჯავახეთში – 25, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8.
ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 74%, ანუ 2056 სიმპტომიანი გახლავთ. ერთი მხრივ კარგია, რომ სიმპტომიანი პაციენტები აქტიურად მიდიან სამედიცინო დაწესებულებებში გამოსავლენად, რადგან დროულად ხდება გამოვლენა და იზოლირება“, – განაცხადა გამყრელიძემ.