aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველას მინდა ვთხოვო, ნუ დაელოდება სიმპტომების დამძიმებას, მაშინვე დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს” – გაბუნია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყველას მინდა ვთხოვო, ნუ დაელოდება სიმპტომების დამძიმებას, მაშინვე დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტები მიმართვას აგვიანებენ და მხოლოდ მაშინ მიდიან საავადმყოფოში, როცა მდგომარეობა ურთულდებათ.

“თავად პაციენტები აგვიანებენ მომართვას და ამდენად, როდესაც გადაწყვეტენ, რომ დროა უკვე მიმართონ სამედიცინო სფეროს, რადგან შესაძლოა, კოვიდთან ჰქონდეთ საქმე, არის შემთხვევები, როდესაც გვიან ხდება მათი აქტიური მართვის დაწყება და სამწუხაროდ, გამოსავალი არის არაკეთილსაიმედო ასეთ შემთხვევებში.

არის შემთხვევები, როდესაც ის კი არა, რომ სამედიცინო სფერომ დააგვიანა პასუხის გაცემა, არამედ პაციენტი მოგვმართავს სიმპტომების გაჩენიდან მეათე დღეს, ორი კვირის თავზე, როდესაც უკვე ძალიან ცუდად იგრძნო თავი, მანამდე რჩებდა ბინაზე და რატომღაც არ იფიქრა, რომ ეს შეიძლებოდა კორონავირუსი ყოფილიყო”, – განაცხადა გაბუნიამ.

იტვირთბა....