ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველაფრის ფულით მყიდველი, ფულითვე გაიყიდება” – მიხეილ რამიშვილი

ყველაფრის ფულით მყიდველი, ფულითვე გაიყიდება – ამის შესახებ ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, თბილისში, ის საფუძველს ჩაუყრის და ყოველ წელს ჩაატარებს ოთარ რამიშვილის სიმღერების კონკურსს.

“როდესაც საქართველოში ძალიან მალე აღდგება სამართლიანობა, თანასწორობა, პროფესიონალიზმი, დაინგრევა კორუფცია, ნეპოტიზმი და ყველა თავის ადგილზე მოჯდება. “ყველაფრის ფულით მყიდველი, ფულითვე გაიყიდება” ჩვენს დედაქალაქ თბილისს, რომ დაუბრუნდეს ის შარმი და ხიბლი რაც ჰქონდა, რომ დარჩეს თაობებს შორის მეგობრული ურთიერთობები, მე საფუძველს ჩაუყრი და ყოველ წელს ჩავატარებ ოთარ რამიშვილის სიმღერების კონკურს ყველა ასაკის და ჟანრისთვის, რომელიც მის შემოქმედებაში არის.

ასე რომ ბრძოლა ბოლომდე, რაც არ იყიდება ეს არის ღირსება და თავისუფლება”, – წერს რამიშვილი.

იტვირთბა....