ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

15 წლის კორონავირუსით გარდაცვლილი მოზარდის ბაბაუა გარდაიცვალა – ტრაგედიის ახალი დეტალები

თბილისში, 15 წლის კორონავირუსით გარდაცვლილი მოზარდის, ქეთი კობერიძის ბაბაუა გარდაიცვალა. – ოჯახის მძიმე ტრაგედიაზე ჟურნალ “სარკესთან” გარდაცვლილი ბაბუა-შვილიშვილის ახლობელი ჰყვება.

როგორც ოჯახის ახლობელმა აღნიშნულ ჟურნალთან საუბრობრისას განაცხადა, 15 წლის მოზარდის ოჯახის წევრებიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, ხოლო ქეთის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ოჯახის უფროსიც დაიღუპა.

ამასთან,  როგორც ახლობლები აცხადებენ, გოგონა სრულიად ჯანმრთელი იყო და გავრცელებული ხმები, თითქოს მას რაიმე სახის ქრონიკული დაავადება ჰქონდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

“დიახ, ქეთას ბაბუაც გარდაიცვალა. ქეთას ყოველდღე რომ ველაპარაკებოდი, ვხვდებოდი, რომ ხველა ურთულდებოდა. ბოლოს რომ დავრეკე, იმ დროს აუტყდა ხველა. ვუთხარი, ექიმს დაუძახეთ, როგორ გახველებსმეთქი და გავუთიშე ტელეფონი. ამის მერე რომ დავრეკე, მითხრეს, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში ჰყავდათ. როგორც მითხრეს, დააძინეს, რომ გადასხმები მშვიდად გაეკეთებინათ.

არ მინდა, ვინმეს ბრალი დავდო, მაგრამ კლინიკაში სრულიად ჯანმრთელი ბავშვი შეიყვანეს და… მერე წამომდგარა საპირფარეშოში შესასვლელად და მაგ დროს გული გაჩერებია. დიდი ხანი დასჭირდათ, რომ გული აემუშავებინათ. გული აუმუშავეს, მაგრამ მერე გვითხრეს, რომ ტვინმა შეშუპება დაიწყო. კვირაზე მეტ ხანს იყო კომაში და ყოველდღე ველოდებოდით სასწაულს…

ქეთას ბაბუა და მამა ერთ პალატაში იწვნენ იმავე კლინიკაში. ბაბუას, რომ გაურთულდა მდგომარეობა ისიც რეანიმაციაში შიყვანეს. მერე თქვეს, რომ გამოკეთდა და პალატაში დააბრუნეს. სიმართლე გითხრათ, იმდენად ვიყავით ქეთაზე გადართულები, არც მიკითხავს ბაბუის ამბავი. არც ვიცოდი, რომ ისიც მძიმედ იყო. მერე კი მითხრეს, ქეთას ამბები ესმოდა და ამის გამო ინერვიულაო. პალატაში გადმოყვანილი ისევ შეუბრუნებიათ რეანიმაციაში, სადაც გარდაიცვალა კიდეც“, –აცხადებს გარდაცვლილი გოგონას ბიძაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კოვიდინფიცირებული 15 წლის მოზარდი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა 31 ოქტომბერს გარდაიცვალა. კოვიდინფიცირებისგან გარდაცვლილი მოზარდი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სამ კვირაზე მეტია რაც მკურნალობდა.

 

 

 

იტვირთბა....