მთავარი ციტატა

“მზად ვართ, ოპოზიციასთან მიმართებაში, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან”- ტიკარაძე

“ჩვენ მზად ვართ, რომ ოპოზიციასთან მიმართებაში, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნებისმიერი მოლაპარაკება და შეთანხმება შეიძლება მოხდეს მსგავსი პროტესტის გამოხატვის გარეშეც, ბევრად უფრო ცივილურად და ეფექტურად და არ გამოვიყენოთ ჩვენი ემოციები და პირადი ინტერესები და არ გავავრცელოთ ინფექცია ქვეყანაში, სწორედ ეს არის დღეს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ამოცანა.”

ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი

ამის შესახებ ტიკარაძემ  საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების ლეგიტიმურობა არ ცნეს, მათ ბოიკოტი გამოაცხადეს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადეს. ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს და ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს.

იტვირთბა....