ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ შეზღუდვა სპეციალურად არის გათვალისწინებული იმისთვის, რომ მანიფესტაცია არ ჩატარდეს, ოპოზიცია ამ შეზღუდვას არ დაემორჩილება”- ბადრი ჯაფარიძე

“ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ თუ მთავრობა შეზღუდვებს დააწესებს,  ოპზიცია ამ შეზღუდვებს არ დაემორჩილება.

აღნიშნულით ჯადარიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც წერტილოვანი შეზღუდვების შესაძლო გადახედვას შეეხება.

როგორც ჯაფარიძე განმარტავს, თუკი შეზღუდვები  სპეციალურად იმისთვის იქნება, რომ აქცია არ გაიმართოს, ეს ნიშნავს, რომ ხალხმა არ გამოხატოს თავის პროტესტი.

“თუ შეზღუდვა სპეციალურად არის გათვალისწინებული იმისთვის, რომ მანიფესტაცია არ ჩატარდეს, ოპოზიცია ამ შეზღუდვას არ დაემორჩილება, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ გაკეთებულია სპეციალურად, იმისათვის, რომ ხალხმა არ გამოხატოს თავისი პროტესტი”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა ვირუსის გავრცელების სეკავეის მიზნით დამატებით წერტილოვან შეზღუდვებზე მსჯელობს.

„სულ სხვა ვითარება იყო ერთი თვის წინ, დღეს ცოტა სხვა სიტუაციაა, რადგან სხვა აქტივობაა, ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს ვგულისხმობ, ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვების ეფექტურობის თვალსაზრისით ცოტა გადასახედი გვექნება, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა .

იტვირთბა....