აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალებმა სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ მოქმედებით, სომხეთმა სახელმწიფო საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია.
„4 ნოემბრის საღამოდან 5 ნოემბრის 04:50 საათამდე, მტერი სომხეთის ბერდის, ჩამბარაკისა და ვარდენისის რეგიონებიდან შეტევას ახორციელებდა აზერბაიჯანის ტოვუზის, გადაბაის და დაშკეზანის რეგიონებში განლაგებული ჩვენი სამხედრო ნაწილების პოზიციების წინააღმდეგ,“ – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.
სომხური მხარის ინფორმაციით კი, აზერბაიჯანის არმიამ ქვეყნის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ბრალს ერთმანეთს სდებენ.
სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 27 სექტემბრის შემდეგ სამჯერ შეთანხდნენ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.