ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-7 ნოემბერს, საქართველოში შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი.

მათივე ცნობით, 6-7 ნოემბერს მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა. ქვეყნის მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია თოვლი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება

იტვირთბა....