ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საქართველოს საზღვრებსა და აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები ტარდება

საქართველოში მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, საფრანგეთში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო გიორგობიანმა განაცხადა.
მისი თქმით, უსაფრთხოების ზომები ტარდება საზღვრებსა და აეროპორტებში. ასევე გამკაცრებულია კონტროლი ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე.
შეგახსენებთ, გუშინ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სხვადასხვა ადგილზე ტერაქტების სერია განხორციელდა. შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და საფეხბურთო სტადიონს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტერაქტების შედეგად სულ მცირე 153 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.

 

იტვირთბა....