ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საქართველოს საელჩო საფრანგეთში ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს

საქართველოს საელჩო საფრანგეთში პარიზში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის  განცხადებას ავრცელებს:

„13 ნოემბერს პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო, საფრანგეთში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ამუშავებულია ყველაზე მაღალი უსაფრთხოების გეგმა: რაც ნიშნავს, რომ აკრძალულია გარეთ გასვლა და გაძლიერებულია დაცვა.

შესაბამისად, მოგიწოდებთ დარჩეთ სახლებში, სასტუმროებში. გთხოვთ, ნუ აჰყვებით პანიკას. ამუშავებულია საელჩოს ცხელი ხაზი: +33(0) 783318689“ – ნათვამია საეჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბერს პარიზში ტერორისტული აქტები განხორციელდა, რომელსაც 100-ზემეტი ადამიანი ემსხვერპლა.

 

იტვირთბა....