საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დისტანციურად უხელმძღვანელა.
სწორედ სხდომაზე გადაწყდა, რომ პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება.
როგორც პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ვხედავთ, სხდომას დისტანციურად უერთდებოდა ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავაც, რომელიც ასევე Сovid-19-ითაა ინფიცირებული.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კოვიდვირუსით გარდაიცვალა 20 ადამიანი, გამოვლინდა ინფიცირების 1 943 ახალი შემთხვევა, 1 833 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.