ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

CNN- საფრანგეთში ტერაქტს 153 ადამიანი ემსხვერპლა

პარიზში ტერორისტული აქტები  მოხდა. ტერორისტული აქტები  „სტად დე ფრანსში“იმ დროს განხორციელდა, როდესაც საფრანგეთ-გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი მიმდინარეობდა . მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი  ფრანსუა ოლანდიც ესწრებობა. ერთ-ერთი აფეთქება სწორედ სტადიონის მახლობლად განხორციელდა.

გარდაცვლილთა შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება CNN-ის ცნობით 153 ადამიანი ემსხვერპლა ტერაქტს.   BBC  კი 120 გარდაცვლილის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.  მისი თქმით, მომხდარი ტერაქტის გამო ქვეყნის საზღვრები ჩაიკეტა.