ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში 96 წლის ქალი, რომელსაც სუნთქვის უკმარისობა და პნევმონია აღენიშნებოდა, კორონავირუსისგან განიკურნა

ბათუმში, 96 წლის ქალი კორონავირუსისგან განიკურნა. კორონავირუსი დაამარცხა მისმა შვილმა და რძალმაც. ისინი მკურნალობას ბაუს საერთაშორისო ჰოსპიტალში გადიოდნენ.

კლინის განცხადებით, ოჯახი საავადმყოფოში ორი კვირის წინ მოათავსეს, მათ შორის, 96 ქალს სუნთქვის მწვავე უკმარისობა და მძიმე პნევმონია აღენიშნებოდა. კლინიკიდან 1 ნოემბერს გაეწერა, მანამდე კი 96 წლის ქალს საავადმყოფოში გადასატანი ყუთი მიუტანეს და არჩევნებში მონაწილეობაც შეძლო.

აღსანიშნავია, რომ 96 წლის ქალმა ორი კვირის შემდეგ საავადმყოფო საკუთარი ფეხით დატოვა.

იტვირთბა....