გურიაში ძლიერი სტიქიაა. ძლიერმა წვიმამ და ქარმა დააზიანა გზები, ხიდები. ადიდებულმა მდინარე სუფსამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლელ აკეთში მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები და მუშათა დროებითი საცხოვრებელი დატბორა; ჩაინგრა სოფელ გაგურთან დამაკავშირებელი ხიდიც.
„მეტრონომი“ ესაუბრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის წარმომადგენელს ეკატერინე გელაძეს.
„დილიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გადაუღებლად წვიმს დილიდანვე გამგეობის შესაბამისი სამსახურები და მუნიციპალიტეტის გამგებელი იმყოფებოდა ყველა ლოკაციაზე, სადაც კი პრობლემა შეიქმნა. არის ხიდების დაზიანების რამდენიმე შემთხვევა. სოფელ სილაურსა და სოფელ ჯუმათში პატარა ღელეების ადიდების გამო დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები. ერთი ოჯახი იმყოფებოდა მეწყერსაშიშ ზონაში და მათ ალტერნატიული ფართი გამოუყო მუნიციპალიტეტმა“. – განაცხადა გელაძემ.
„მეტრონომთან“ საუბარში მან გავრცელებული ინფორმაცია დატბორილი სახლების შესახებ უარყო.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმა რეგიონში ღამით დაიწყო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გვითხრეს, რომ სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა, რომელიც მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს შეისწავლის.