ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდის მიზნით 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული 70 მლნ. ლარი.
საინტერესოა, როგორ მოხდება განათლების სამინისტროს მიერ გამოყოფიფილი თანხის ათვისება. კონკრეტულად რამდენი ლარით გაიზრდება ხელფასი და შეეხება თუ არა ხელფასების ზრდა ყველა პედაგოგს.
„მეტრონომი“ განათლების ამ საკითხებზე სასაუბროდ განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა.
როგორც სამინისტროში გვითხრეს, ყველა პედაგოგს 2015 წელს 50 ლარით გაეზარდა საბაზისო ხელფასი. სექტემბრიდან ასევე ამოქმედდა მასწავლებლის პროფესიული განვითრებისა და კარიერული წინსვლის სქემა. ამ სქემის ფარგლებში, პედაგოგები დაიყვნენ კატეგორიად: პრაქტიკოს, უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებად. ამ კატეგორიების შესაბამისად მიეცემათ ხელფასი პედაგოგებს. გარდა ამისა, 2016 წლის აპრილიდან, ყველა მასწავლებელს ხელფასი 50 ლარით გაეზრდება.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა საშუალო ხელფასი იყო 305 ლარი და სექტემბერში გახდა 355 ლარი, თუმცა ზუსტი ციფრის დადგენა პედაგოგთა საშუალო ხელფასის ცოტა რთულია, რადგან მასწავლებლები სხვადასხვა დანამატს იღებენ ზემოთხსენებული სქემის მიხედვით. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს პედაგოგის საშუალო ხელფასი 400 ლარს ვერ სცილდება.
ჩვენ ასევე დავუკავშირდით საქართველოს მეციერთა და პედაგოგთა თავისუფალ პროფკავშირს.
„ მე გახლავართ სახელმწიფო კომისიის წევრი, რომლის სახელმწიფო კომისიის შემადგენლობა და ვალდებულებები დამტკიცდა მიმდინარე წელს პრემიერ -მინისტრის მიერ. სახელმწიფო კომისიის საქმიანობას წარმოადგენდა მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და პროფესიული განვითრების და კარიერული წინსვლის ახალი სქემის პროექტის შემუშავება. ამ ახალ სქემაში შევიდა პედაგოგთა სახელფასო ზრდი სქემა. ეს სქემა დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ 2015 წლის თებერვალში. ამ სქემის დამტკიცებით საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება პედაგოგთა ხელფასების ეტაპობრივი ზრდის შესახებ. პირველი ეტაპი იყო სექტემბერი, როცა მოხდა საბაზისო ხელფასის 50 ლარით ზრდა და მეორე ეტაპი უკვე განხორციელდება 2016 წლის აპრილში“. – განაცხადა პედაგოგთა პროფკავშირის ხელმძღვანელმა მაია კობახიძემ.
ჩვენს შეკითხვაზე მოითხოვს თუ არა პროფკავშირი ხელფასების ზრდა გათვალისწინებული 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში მათ გვითხრეს, რომ პროფკავშირისთვის მნიშვნელოვანია პედაგოგების საბაზისო ხელფასი გაუთანაბრდეს საჯარო სექტორში დასაქმებულის საშუალო ხელფასს. დღეს საჯარო სექტორში დასაქმებულის ხელფასი საშუალოდ 850 ლარია, ანუ პედაგობების ხელფასებზე 2-ჯერ მეტი.