“შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ და თბილისის მერია ერთობლივად კუს ტბაზე საბაგირო გზის ამოქმედებას გეგმავენ. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ტენდერის საერთო ღირებულება კი 1 100 000 ლარს შეადგენს. საბაგირო გათვლილი იქნება ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც. “მეტრონომი“ სატრანსპორტო კომპანიის პრესამსახურის უფროსს, ლიკა მხეიძეს დაუკავშირდა.
“ტენდერი უკვე გამოცხადდა, პროექტი დამთავრებულია. ტენდერის საერთო ღირებულება 1 100 000 ლარს შეადგენს. 210 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს გამარჯვებულამ კომპანიამ მუშაობა. ამ ფარგლებში გარემონტდება ორი ზედა და ქვედა შენობა, დამონტაჟდება ახალი გონდოლები, საბაგიროს მართვის პულტის სისტემა მთლიანად შეიცვლება და ასევე შეიცვლება გამწევი ბაგირიც. ადაპტირებული იქნება ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. საბაგირო იქნება მაღალი სტანდარების და სრულიად დაცული“.