ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენ გავიმარჯვეთ

„ჩვენ გავიმარჯვეთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთა!

„ყველამ ერთად, პანდემიის ფონზეც , სანიმუშო, თავისუფალი, ღია და დემოკრატიული არჩევნები ჩავატარეთ.
• მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი ვართ და ვიმსახურებთ დიდ ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს, რომელსაც ყველა ერთად აუცილებლად დავიკავებთ.
• მადლობა ყველას – ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც უზრუნველყო თითოეული ამომრჩევლის ნების დაფიქსირება უსაფრთხო გარემოში; დამკვირვებლებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მონაწილეობაც ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი იყო; პოლიციას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის.
• ჯერ ოფიციალური შედეგები არ გამოცხადებულა, თუმცა, უკვე ვიცით, რომ დღეს გაიმარჯვა საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც უნდა საკუთარი ქვეყნის წინსვლა, მშვიდობიანი, ევროპული მომავალი“. – წერს გახარია.

ცნობისთვის, 21 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დასრულდა.

იტვირთბა....