aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნინო ცაციაშვილი: შსს აგრძელებს საპოლიციო ძალების გადანაწილებას ქვეყნის მასშტაბით

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია ქვეყანაში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაზე.

მისი თქმით, რამდენიმე მედიასაშუალებამ ყურადღება გაამახვილა ცალკეულ რეგიონებში საპოლიციო ძალების და ტექნიკის მობილიზებაზე.

„აღნიშნულის შესახებ ჩვენ გუშინაც გავავრცელეთ განცხადება და ინფორმაცია მივაწოდეთ როგორც საზოგადოებას, ასევე, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს“. – განაცხადა ცაციაშვილმა და დასძინა, რომ შსს აგრძელებს აქტიურ მოქმედებებს – საპოლიციო ძალების გადანაწილებას ქვეყნის მასშტაბით.

„მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ პირსა თუ ორგანიზაციას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, დაიცვან კანონი, საჭიროების შემთხვევაში, მომართონ პოლიციას, რათა ყველამ ერთად ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას.

ჩვენ არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ შესაძლო სამართალდარღვევებზე პერიოდულად, პროაქტიულად მოგაწვდით ინფორმაციას“. – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

იტვირთბა....