ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მიზანია, რომ შეაშინონ ამომრჩეველი” – “ოცნება” ტელეკომპანია “TV პირველს” პასუხობს

“ლაითურის საარჩევნო უბნიდან ჩაერთო “TV პირველის” ჟურნალისტი ნატო გოგელია, რომელმაც განაცხადა, თითქოს ლაითურის საარჩევნო უბანზე მიიყვანეს იზოლაციაში მყოფი პირები. საუბარია დავითაძეების ოჯახზე, რომლებიც მართლაც იმყოფებოდნენ იზოლაციაში, თუმცა, ორი დღის წინ მათ გაუვიდათ იზოლაციის ვადა” – ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

“ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ შეაშინონ ამომრჩეველი, რადგან “ნაცმოძრაობა” და მისი დანაყოფები უკვე პანიკაში არიან, გავრცელდა არასწორი, შეგნებულად ცრუ ინფორმაცია, რომ გურიაში საარჩევნო უბანზე მიიყვანეს იზოლაციაში მყოფი პირები” – თქვა მდინარაძემ.

ცნობისათვის, “TV პირველის” ინფორმაციით, გურიაში ერთი საარჩევნო უბანი შესაძლოა მთლიანად დაიხუროს. ტელეკომპანიის განცხადებით, ლაითურის საარჩევნო უბანზე დაახლოებით ორი საათის წინ თვითიზოლაციაში მყოფმა ორმა პირმა მისცა ხმა.

იტვირთბა....