გურიაში ერთი საარჩევნო უბანი შესაძლოა მთლიანად დაიხუროს. ამის შესახებ ინფორმაციას “TV პირველი” ავრცელებს. ტელეკომპანიის განცხადებით, ლაითურის საარჩევნო უბანზე დაახლოებით ორი საათის წინ თვითიზოლაციაში მყოფმა ორმა პირმა, – შალვა დავითაძემ და მისმა რძალმა – მისცა ხმა.
როგორც ირკვევა, ისინი არიან სპეციალურ სიაში, თვითიზოლაციაში იმყიფებოდნენ, რადგან შალვა დავითაძის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის ამ წუთებში ქობულეთის საავადმყოფოში მკრანალობს. სწორედ ამის გამო იყო მთელი ოჯახი თვითიზოლაციაში.
ცნობისათვის, დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.