ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

“კრემლმა უკან დაიხია”

გიორგი ვაშაძე ურთმელიძის ბოლო გადაწყვეტილებას სრულ გაუგებრობას უწოდებს

მოსამართლე ურთმელიძის დღევანდელი გადაწყვეტილება არის გავლენა ბიძინა ივანიშვილის ამ პროცესებზე, ამაში ეჭვი არავის ეპარება – განუცხადა მეტრონომს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ვაშაძემ, ურთმელიძის დღევანდელი ადაწყვეტილების შეფასებისას.

გიორგი ვაშაძე: “თამაზ ურთმელიძის დღევანდელი გადაწყვეტილება, არის გავლენა ბიძინა ივანიშვილის ამ პროცესებზე. ამაში ეჭვი არავის მეპარება. დღევანდელი გადაწყვეტილება, სრულიად გაუგებარია, იმიტომ რომ  სანახევროდ დატოვა საკუთარი გადაწყვეტილება ძალაში. გადაწყვეტილება, რაც დარჩა ძალაში ეს არის სრული გაუგებრობა და სრული აფსურდი. ნიკა გვარამიას უფლებამოსილება აღუდგინეს, მაგრამ ბუღალტერიაზე და საგადასახადოზე წვდომა არა აქვს. ეს არის სრული ნონსენსი  რაც ხდება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საზოგადოების აქტივობას, არასამთავრობო სამოქალაქო სექტორის აქტივობას, საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებს ზეგავლენა აქვს ამ პროცესზე იმიტომ, რომ უხეშად, რომ ვთქვათ, კრემლმა უკან დაიხია ცოტა, მაგრამ  ამ უკან დახევის პროცესში უნდათ, რომ ჩახლართონ სიტუაცია, რომ ფაქტობრივად შეუძლებელი გახდეს კომპანიის მართვა. აი ამასთან გვაქვს ჩვენ რეალურად საქმე და ვფიქრობ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება დადასტურებაა იმისი ,რომ უნდათ მაქსიმალურად არიონ სიტუაცია იმისთვის, რომ ვერავინ ვერ გაერკვეს საბოლოოდ რა უნდა მოხდეს”.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით დვალისრუსთავი 2”-ის დროებით მმართველად დანიშვნის თაობაზე 5 ნოემბრის განჩინების გაუქმების პარალელურად, ტელეკომპანიის ყოფილ მენეჯმენტს უფლებამოსილება აღუდგა.

იტვირთბა....