აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ირაკლი კობახიძე არის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი საქართველოს ისტორიაში” – ლევან მაჭავარიანი

“ირაკლი კობახიძე არის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი საქართველოს ისტორიაში” – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა “IPN”-თან საუბრისას.

“როდესაც ირაკლი კობახიძეზე ვსაუბრობთ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის არის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი საქართველოს ისტორიაში – როდესაც კორუფციაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ! სანამ ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, მსუბუქად რომ ვთქვათ, კარგი სიტუაცია ნამდვილად არ იყო, თუმცა ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ჩვენ ხელი არავისთვის დაგვიფარებია.

იმის მიუხედავად, რომ ჩვენი გუნდისთვის პოლიტიკურად აბსოლუტურად წამგებიანი იყო, ყველა საქმე სააშკარაოზე გამოვიდა. ხედავთ როგორი ბრძოლაა კორუფციის წინააღმდეგ. როდესაც ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს ახსენებთ, ეს ჩვენთვის სუბიექტურადაც და ობიექტურადაც ორმაგი დარტყმაა, მაგრამ ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ და ხელი არავისთვის არ დაგვიფარებია, იმის მიუხედავად, რომ ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ძალიან წამგებიანია “ – ამბობს ლევან მაჭავარიანი

იტვირთბა....