ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ათენში პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებით დაუპირისპირდნენ

ათენში  საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციას დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „The Guardian“ აქვეყნებს.  აქციის მონაწილეებმა პოლიციას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და ქვები დაუშინეს, საპასუხოდ პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

Euronews – ის ინფორმაციით  ასეთი პროტესტი პირველია საბერძნეთის  ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრ ალექსის  ციპრასისთვის, რომელიც იანვარში აირჩიეს მინისტრად. საყოვლთაო გაფიცვა გამოიწვია ახალი გადასახადის დაწესებამ და საერთაშორისო კრედიტორებთან მესამე მემორანდუმის გაფორმებამ. ამჟამად,  ათენში არეულობაა, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

 

 

 

იტვირთბა....