ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

6 ნოემბერს თბილისი-ვარშავას მიმართულებით ჩარტერული რეისი შესრულდება

6 ნოემბერს თბილისი-ვარშავას მიმართულებით ჩარტერულ რეისს ავიაკომპანია “Myway-Airlines” შეასრულებს. – ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თბილისის დროით გაფრენა 15:25 საათზეა ჩანიშნული, ჩაფრენა კი – ვარშავას დროით 16:10 საათზე.

ამასთან, ავიაკომპანიის ცნობით, ავიაბილეთის ღირებულებაში შედის: 8კგ ხელბარგი და 23 კგ ჩასაბარებელი ბარგი.

„შეიძინეთ ბილეთები ონლაინ: www.mywayairlines.com ან ეწვიეთ ტურისტულ სააგენტოებს“, – აცხადებენ Myway Airlines-ში.

იტვირთბა....