ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უბნის მაღაზიაში შესვლა გაცილებით რისკის შემცველია, ვიდრე არჩევნები” – პაატა იმნაძე

იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველა ღონისძიებაა გატარებული იმისთვის, რომ არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა უსაფრთხო იყოს.

„ამაზე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა, გავითვალისწინეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, სადაც არჩევნები ჩატარდა, შემუშავდა ძალიან დაწვრილებითი პროტოკოლი საარჩევნო კომისიისთვის.

პრაქტიკულად, იქ დაცვის მხრივ ისეთი სიტუაციაა შექმნილი, როგორც საარჩევნო კომისიების წევრების, ასევე თვითონ არჩევნებზე მისული მოქალაქეების, რომ, თუ დამიჯერებთ, უბნის მაღაზიაში შესვლა გაცილებით მეტი რისკის შემცველია, ვიდრე არჩევნებზე წასვლა, რადგან პრაქტიკულად, არ არსებობს იმის შანსი, რომ ადამიანს ადამიანისგან ვირუსი გადაედოს.

ჯერ ერთი, დროც ცოტაა, შემდეგ ნიღბითაა ადამიანი, კალამი ერთჯერადი იქნება, მარტო ინდივიდუალური მოხმარებისთვის, ასევე, ხელების დამუშავება- ყველაფერია გათვალისწინებული, რომ ხმის მიცემის პროცედურა აბსოლუტურად უსაფრთხო იყოს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

იტვირთბა....