ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სავარაუდოდ, ტრაილერის მძღოლს ჩაეძინა” – რას ყვება გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველი

გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო  10 დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლი გაჩერებულ მიკროავტობუსს დაეჯახა. თვითმხილველის განცხადებით, სავარაუდოდ, ტრაილერის მძღოლს ჩაეძინა.

“ალბათ ჩაძინებული იყო თურქი მძღოლი, სხვანაირად არ არსებობს აქ ავარია მოგივიდეს. ეტყობა, რომ მიკროავტობუსი გაჩერებული იყო. მძღოლი რომ მოვიდა აზრზე, უკვე გვიანი იყო“, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

შეგახსენებთ, გუშინ, ავტოსაგზაო შემთხვევა გორთან მოხდა. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. აღნიშნულს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროც.

შსს-ს ინფორმაციით დაღუპულია ხუთი ადამიანი. დაშავებულია 11 ადამიანი, რომელებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

მიკროავტობუსს თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით გადაყავდა აქციის მონაწილეები.

იტვირთბა....