თბილისში, ჭავჭავაძის N54-ში „პროკრედიტ ბანკი“ დააყაჩაღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურმა “მეტრონომს” დაყაჩაღების ფაქტი დაუდასტურა. პრესამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.