„შეაშინეთ ვინც შეგიშინებიათ და ჩვენ სასამართლოში ნამდვილად შევხვდებით“.
ინგა გრიგოლია, ჟურნალისტი
TV პირველის ეთერი
ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ TV პირველის ჟურნალისტის, ნატო გოგელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის დიალოგზე ისაუბრა. მისი თქმით, საუბარი ისეთ ადგილას შედგა, სადაც ნაციონალური მოძრაობის სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. კობახიძის განცხადების შემდეგ, ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ განაცხადა, რომ მას უსმენენ.