ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნანუკა ჟორჟოლიანი: ბუბა რისი ბუბაა, რომ გამოვიდეს და სხვისკენ გაიშვიროს ხელი

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი განმარტავს, რატომ იმღერა პარტიის სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ, შემაჯამებელ აქციაზე, „თბილისოს“ ნაწილი რუსულად.

მისი თქმით, ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია.

„სინამდვილეში ამბავი იყო ასე. ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია. ბუბა რისი ბუბაა, რომ გამოვიდეს და სხვისკენ გაიშვიროს ხელი. ჰოდა, თავის თავზე აიღო, ვითომ არაფერი. სინამდვილეში სცენიდან ყველაზე გაოგნებულმა გამოიხედა, როცა მიხვდა სხვის შეცდომას.
ბუბა კიკაბიძემ ყველაზე კარგად იცის, როგორ არ უნდა უმღეროს რუსებს“,- წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

იტვირთბა....