ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ხელისუფლებას სურს, რომ მიხეილ სააკაშვილს ისეთი რამ დააბრალოს, რომ ის ქართველ ხალხს შესძულდეს” – პაატა ბურჭულაძე

„ხელისუფლებამ თავზე დაგვასვა პრეზიდენტი, რომელმაც ქართული ენა არ იცის და საქართველო სამშობლო არ არის,” – აღნიშნული განცხადებით თავისუფლების მოედანზე “ნაცმოძრაობის” საარჩევნო შემაჯამებელ აქციაზე შეკრებილ მხარდამჭერებს ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ  მიმართა.

როგორც ბურჭულაძემ ამომრჩევლებს მიმართა, ხელისუფლებას სურს, რომ მიხეილ სააკაშვილს ისეთი რამ დააბრალოს, რომ ის ქართველ ხალხს შესძულდეს.

„საქართველოს ყოველთვის ჰყავდა მტრები, მაგრამ ყველაზე საშინელი მტერი შიდა მტერი იყო. ჩემი ცხოვრები მანძილზე არ მახსენდება არც ერთი შიდა მტერი ისეთი, როგორიც არის „ქართული ოცნება“, რომელმაც ამდენი ზიანი მიაყენა საქართველოს სახელწმიფოებრიობას. 8 წლის განმავლობაში რა გაგვიკეთა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა დამონებულმა მთავრობამ? თავზე დაგვასვა პრეზიდენტი, რომელმაც ქართული ენა არ იცის და რომლისთვისაც საქართველო სამშობლო არ არის. თავზე დაგვასვა პრემიერი, რომელიც გვასწავლის, თუ როგორ უნდა ვიყოთ პატრიოტები და ამავე დროს, გულანთებულ, ნამდვილ პატრიოტებს თვალები დათხარა და სისხლის დაღვარა. არაფერს ვილაპარაკებ ძალოვნებზე, პროკურატურაზე, სასამართლოზე.

8 წელია ლოზუნგია, რომ „მიშა მოდის, მიშა მოდისო“. ამიტომ, უნდათ დააბრალონ ადამიანს რაღაც ისეთი, რომ ის ხალხს შეაძულონ. ამიტომაც არის, ომ საქართველოს გაყიდვისთვის პატრიოტი ადამიანი, ივერი მელაშვილი დღეს ციხეში ზის და მის კავშირს ადგენენ მიხეილ სააკაშვილთან, რომ ერთად ყიდდნენ საქართველოს. მოდით დავფიქრდეთ ყველა, ვისაც გვიყვარს მიშა ან არ გვიყვარს, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და თქვას, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი ის ადამიანი, რომელსაც რა ფულიც არ უნდა შესთავაზო, რომ მან საქართველო გაყიდოს, რა თქმა უნდა- არა“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, ამ წუთებში, თბილისში, თავისუფლების მოედანზე “ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია” საარჩევნო შემაჯამებელ აქციას მართავს. აღნიშნულ აქციას რეგიონებიდან “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები შეუერთდა. თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე მისულ მხარდამჭერებს სიტყვით პარტიის ლიდერები მიმართავენ. 

იტვირთბა....