ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“არა-სააკაშვილს! არა-ბოკერიას! არა-ნაცმოძრაობას და მის ნამსხვრევებს!” – ქუთაისში “ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ პარალელური აქცია მიმდინარეობს

არა-სააკაშვილსარა-ბოკერიასარა-ნაცმოძრაობას და მის ნამსხვრევებს! – ასეთი ლოზუნგით ქუთაისში აქცია- მსვლელობა იმართება.

მსვლელობის შემდეგ აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრში შემდეგი მოწოდებით შეიკრიბნენ: – “ქუთაისი ნაცების გარეშე”.

როგორც აქციის მონაწილები აცხადებენ, მათი მიზანია, ყველამ დაინახოს, რომ ქუთაისელთა უმეტესობა მხარს “ქართულ ოცნებას” უჭერს.

აღნიშნულ აქციას “ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და, ასევე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე შეუერთდნენ.

“დღეს მე მომიწევს თქვენს წინ წარდგომა და არის დიდი პატივი. მე მინდა ბიძინა ივანიშვილს დიდი მადლობა გადავუხადო ამ ქალაქში ცოდნის ტაძრის მშენებლობისთვის. ბატონ ბიძინას მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქართველის მაგივრად.

რაც შეეხება ჩემი აქ ჩამოსვლის მიზანს, მე ვარ სააკშვილის 9 წლიანი რეჟიმის მიერ განადგურებული, ბუტა რობაქიძის დედა. ჩემი შვილი სრულიად უდანაშაულო დახვრიტეს ქუჩაში. აქ არიან ასევე ის დედები და ოჯახის წევრები, რომლების ასევე ქუჩაში დახვრიტეს. იმიტომ ჩამოვედი, რომ სრულიად საქარველოს გავაგონო ხმა, ვინც განაწყენებულია “ოცნებაზე” – ზეგ არის გადამწყვეტი არჩევნები და სრულიად საქარველოს ვთხოვ, გაიხსენეთ, სად ვცხოვრობდით 9 წელი, სწორედ ამის მოწოდება მინდა! ყველანი მივიდეთ არჩევნებზე” – განაცხადა ია მეტრეველმა.

შეგახსენებთ, ამ წუთებში, თბილისში, თავისუფლების მოედანზე “ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია” საარჩევნო შემაჯამებელ აქციას მართავს. აღნიშნულ აქციას რეგიონებიდან “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები შეუერთდა. თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე მისულ მხარდამჭერებს სიტყვით პარტიის ლიდერები მიმართავენ. 

იტვირთბა....