ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

ნინო ჯღარკავა ვარაუდობს, რომ სქრინების გაყალბებაში ელისო კილაძეა გარეული

„ობიექტივის“ ყოფილი ჟურნალისტი, ნინო ჯღარკავა გაყალბებული მიმოწერის თაობაზე ხვალ ბრიფინგის გამართვას და იმ პირების დასახელებას აპირებს, ვინც შესაძლოა ამ მიმოწერის გაყალბების ინიციატორი იყოს. „მეტრონომთან“ საუბარში მან განაცხადა, რომ კონკრეტულად ხელს ვერავის დაადებს, მაგრამ შესაძლოა ამ ამბავთან ჟურნალისტ ელისო კილაძეს ჰქონდეს კავშირი:

„ვინ დგას ამის /მიმოწერის გაყალბების/ უკან, ამას მე ვერ ვიტყვი. უბრალოდ მე მაქვს ჩემი ვერსია, რომელიც შემიძლია მოვყვე – ზღაპრად არის თუ როგორც არის. მე მაქვს ლოგიკურად ეჭვი, რომ შესაძლებელია რაიმე კავშირი იყოს ელისო კილაძესთან“ – თქვა ნინო ჯღარკავამ ჩვენთან საუბარში.

ნინო ჯღარკავასთან საუბრის შემდეგ, „მეტრონომი“ ელისო კილაძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ ჯღარკავას ვერსია მისთვის სრულიად უინტერესოა და პროკურატურამ უკვე ყველაფერი გაარკვია:

„ჯღარკავას ლოგიკა ჯერ ერთი საერთოდ არ გააჩნია. არ მაინტერესებს, ჯღარკავა რას ბოდავს“ – განაცხადა ელისო კილაძემ „მეტრონომთან“ საუბარში.

ვრცელ მასალას, მათ შორის ნინო ჯღარკავასთან ინტერვიუს, უახლოეს საათებში შემოგთავაზებთ.

 

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ლალი სურამელი

იტვირთბა....