ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება, ინფიცირების შემთხვევები იზრდება” – გახარია

მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება, განსაკუთრებით ეს აშკარაა ევროპაში. ჩვენთანაც, სამწუხაროდ, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა ყველას მოგეხსენებათ, ამავე დროს, ჩვენ ვიმყოფებით წინასაარჩევნო პროცესში. სულ მალე, რამდენიმე დღეში გვაქვს არჩევნები. სამწუხაროდ, ყველანი ვხედავთ, რომ ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობენ, გლობალური ეპიდემიაც პოლიტიკური ინტერესების ჭრილში გამოიყენონ. მინდა, ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოვუწოდო მეტი პასუხისმგებლობისკენ, მოდით, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, ერთად დავიცავთ წესები, ერთად მოვუწოდოთ მოქალაქეებს, რომ ვატაროთ პირბადე.”

გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

იტვირთბა....