მთავარი ციტატა

„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში აქტიურად რომ ჩაერთოს, შეიძლება, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველი დაემატოს“

“დღეს რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთოს, „ქართულ ოცნებას”, შეიძლება, ამომრჩეველი დაემატოს. ბიძინა ივანიშვილზე დგას “ქართული ოცნება”, თორემ ეგ რომ არ იყოს, დაიშლებოდა ეს პარტია საერთოდ. მას ჰყავს ეს ხალხი დასაქმებული. ახლაც გავიმეორებ მაგ სიტყვებს“

ბექა ნაცვლიშვილი, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსიდან“

ასე უპასუხა ნაცვლიშვილმა „დრის კურიერის” ეთერში, შეკითხვას – შეიცვალა, თუ არა მისი დამოკიდებულება დღეს, „ქართული ოცნებისა” და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ მან განაცხადა, რომ – „ბიძინა ივანიშვილს, როგორც “ქართული ოცნების” ლიდერს, აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა და პოლიტიკურ სცენაზე მისი აქტიურად გამოჩენა ბევრი დადებითი იმპულსის მატარებელი იქნება“.

იტვირთბა....