ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსით ინფიცირებული 120 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, 521 მძიმე პაციენტია”

უწყენათათაშორის საკოორცდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 120 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისივე თქმით,  ქვეყანაში 521 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

“მძიმე პაციენტი არის 521, მათ შორის თბილისში მკურნალობის კურსს გადის 267, აჭარის რეგიონში 73, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 120 პირი, მათგან თბილისში 67 პირი, ხოლო აჭარის რეგიონში 23”- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1,731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 33 858-მდე  გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 2,197 პაციენტი და საერთო რაოდენობა 14 829-ს შეადგენს. კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად, ბოლო 24 საათში, კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა. სულ, ქვეყანაში, კორონავირუსით გარდაცვლილია 253 ადამიანი.

იტვირთბა....