მთავარი ციტატა

“სამართლებრივი კვალიფიკაციის თვალსაზრისით, ის ჩვეულებრივი ტერორისტია”- ხიდაშელი

“ვფიქრობ, რომ სამართლებრივი კვალიფიკაციის თვალსაზრისით, ის ჩვეულებრივი ტერორისტია, ტერორიზმი არ არის აუცილებლად თანამდებობის პირზე თავდასხმა ან ტრადიციულად რომ წარმოგვიდგენია, მხოლოდ და მხოლოდ იმ ტიპის მოქმედება.

თინა ხიდაშელი –  საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი

ამის შესახებ თინა ხიდაშელმა, ზუგდიდის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სმაინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე” თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. უწყებამ ბადრი ესებუას ფოტოც გაავრცელა.ბადრი ესებუა ამ დროისთვის დაკავებული არ არის და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს..

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ 43 ადამიანი მძევლად მძევლები აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

 

 

იტვირთბა....