მთავარი ციტატა

“ქევყანაში ინფექციის ინტენსიური შიდა გავრცელება გვაქვს” – ამირან გამყრელიძე

კორონავირუსით ახალინფიცირებულებს შორის 1 469 სიმპტომიანი პაციენტია – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალი მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ფენა ვართ და ამიტომ ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია, ეს არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი.

„ახალინფიცირებულთა შორის ყველაზე მეტი – 1469 არის სიმპტომიანი პაციენტები, ორი გახლდათ პაციენტი დიალიზზე ინფიცირებული. სამწუხაროდ, საკმაოდ ინტენსივობით ინფიცირდება ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი, ასეთი დღეს დილისთვის გვყავდა 90. სამედიცინო პერსონალი მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ფენა ვართ და ამიტომ ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია, ეს არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი. დღეისთვის ჩვენ გვყავს 1 678 სამედიცინო პერსონალი ინფიცირებული, რაც საერთო ინფიცირებულთა 5.2 პროცენტია. ჩვენი კოლეგები ინფიცირდებიან არა მარტო სამუშაო, არამედ საყოფაცხოვრებო, ოჯახურ პირობებში, რადგან ქევყანაში ინფექციის ინტენსიური შიდა გავრცელება გვაქვს. ეს მოულოდნელი არ არის, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის კონტროლს კიდევ მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს, რათა მაქსიმალურად დავიცავთ სამედიცინო პერსონალი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იტვირთბა....