მთავარი ციტატა

“გახსოვდეთ, რომ სამედიცინო პირბადე, რომელიც ორფერიანია, მუქი ფერით გარეთ უნდა გეკეთოთ” – ზახაშვილი

“გახსოვდეთ, რომ სამედიცინო პირბადე, რომელიც ორფერიანია, მუქი ფერით გარეთ უნდა გეკეთოთ, ეს არის წვეთების ამრეკლი შრე, ხოლო შიდა ფენა არის შემწოვი, რომელიც თქვენგან გამოტყორცილ წვეთებს შეაკავებს. სამედიცინო ნიღბები არის ერთჯერადი და ის არ ექვემდებარება გარეცხვას, გაუთოვებას და მეორედ გამოყენებას. მისი მოხმარების ხანგრძლივობა შემოიფარგლება იმ დროით, სანამ ეს ნიღაბი არ დაინესტება. შეიძლება დანესტვა დადგეს ძალიან ჩქარა ან გახანგრძლივდეს მაქსიმუმ ხუთ საათამდე.”

ხათუნა ზახაშვილი – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა განყოფილების ხელმძღვანელი

ზახაშვილის თქმით, ინფექციებისგან თავის დასაცავად ყველაზე ეფექტური სამშრიანი სამედიცინო პირბადეა, რომელიც უკეთ იცავს ადამიანებს, თუმცა, როგორც ზახაშვილი განმარტავს, მხოლოდ პირბადე ვერ დაიცავს კორონავირუსის გავრცელებას.

იტვირთბა....