ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რა თქმა უნდა, გარდაცვალების თითოეული შემთხვევა არის ტრაგედია, მაგრამ მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერი არ არის” – გამყრელიძე

რა თქმა უნდა, გარდაცვალების თითოეული შემთხვევა არის ტრაგედია, მაგრამ მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერი არ არის – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხემძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიების და ეპიდემიების დროს არის ფატალური გამოსავალი, მაგრამ უფრო მეტი ადამიანი ჯანმრთელდება, ვიდრე არის სამწუხარო გამოსავალი.

„სამწუხაროდ, პანდემიების და ეპიდემიების დროს არის ფატალური გამოსავალი, მაგრამ უფრო მეტი ადამიანი ჯანმრთელდება, ვიდრე არის ხოლმე სამწუხარო გამოსავალი. აქ რეკომენდაცია არის ის, რომ ბინაზე და კოვიდ სასსტუმროებში მკაცრად რეკომენდირებულია, რომ დარჩნენ მხოლოდ უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები და ასევე, ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით შესაძლებელია, საშუალო სიმძიმის ადამიანის დატოვებაც, თუ ის სხვა რისკ ჯგუფებს არ განეკუთვნება. ამას წყვეტს ექიმი. რაც შეეხება შემთხვევას, სამწუხაროდ, თრომბოემობლიური გართულება, რომელიც არის ძალიან იშვიათი გართულება, დამახასიათებელია კორონავირუსული ინფექციისთვის და ასეთ შემთხვევას ძალიან იშვიათად, მაგრამ ერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

იტვირთბა....