“ტკივილგამაყუჩებელსა თუ სიცხის დამწევს სხვა პირობებშიც ვიღებთ ხოლმე, როცა ან კბილი ან თავი გვტკივა ან კიდევ ტემპერატურა მოგვიმატებს. ჩვეულებრივად 38.5 გრადუსზე ვიღებთ ხოლმე სიცხის დამწევს ანუ ბინაზე დატოვებულ კოვიდინფიცირებულებს დიდი მკურნლობა არ სჭირდებათ, თუმცა პირველად ჯანდაცვაში მაინც არის პროტოკოლი. ბოლო ერთი კვირაა აქტიურად ვადვოკატირებთ სლოგანს, რომ თითოეულმა ადამიანმა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმის ტელეფონის ნომერი, მისი სახელი და გვარი, ჰქონდეს მასთან ხშირი სატელეფონო კონტაქტი, ესაა მთავარი და არა მკურნლობა. მათ მკურნალობა არ სჭირდებათ.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.
ამის შესახებ “ლაივ” ჩართვის დროს განაცხადა.