aviabiletebi
ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მათივე განმარტებით, მოსამართლეთა კოლეგიას უნდა მიეღო გადაწყვეტილება დააკმაყოფილებდნენ თუ არა პარლამენტის შუამდგომლობას 4 მოსამართლიდან 2-ის აცლილების შესახებ. პარლამენტმა კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა და მოითხოვა, რომ საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განიხილოს, რასაც “რუსთავი 2”-ის ადვოკატები არ ეთანხმებიან.
რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მოსამართლეები საკანონმდებლო ორგანოს მიერ დაყენებულ კიდევ ერთ შუამდგომლობაზე ჯერჯერობით უცნობია.

მანამდე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიმდინარე სხდომის თაობაზე განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარეობს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, შ.პ.ს „ტელეკომპანია საქართველოს“ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად. აღნიშნულ საქმეზე მოპასუხე მხარეს წარმოადგენს საქართველოს  პარლამენტი.

„მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის პირველი წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობასსაქართველოს კონსტიტუციის 21-ე, 24-ე და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტბთან მიმართებით.“ – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, N 681 კონსტიტუციურ სარჩელს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციოსასამართლოს პირველი კოლეგია. საქმის განხილვაში მონაწილეობენ მოსარჩელის, შ.პ.ს “ტელეკომპანია საქართველოს“ წარმომადგენელი თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი, მოპასუხე მხარეს, ანუ საქართველოს პარლამენტს თამარ მესხი წარმოადგენს.

იტვირთბა....