მთავარი ციტატა

“აბსოლუტურად გაუგებარია საქმის კვალიფიკაციაც, რომელსაც ტერორიზმის მუხლი დაემატა”- ლევან კობერიძე

“სამართალდამცავი სტრუქტურებიდან ვერ ვიგებთ თანმიმდევრულ ინფორმაციას და თანმიმდევრულ ქმედებებსაც ვერ ვხედავთ. აბსოლუტურად გაუგებარია საქმის კვალიფიკაციაც, რომელსაც ტერორიზმის მუხლი დაემატა. ეს ნიშნავს რმ ჩვენი უსაფრთხოების სტრუქტურების სისტემამ ძალიან ცუდად იმუშავა. გამოდის ტერორიზმთან გვქონდეს საქმე და ჩვეულებრივ თავდასხმად ვაფასებდეთ, მემგონი ასე არ გამოვა.”

 

ლევან კობერიძე – “ლელოს” წევრი

“დღის ამბები”

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში ბანკზე მომხდარი თავდამსხმელი, მოქმედი სამხედრო ბადრი ესებუაა. მოგვიანებით შინაგან საქმეტა სმაინისტრომ განცხადება ოფიციალურად გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე” თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. უწყებამ ბადრი ესებუას ფოტოც გაავრცელა. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ზუგდიდის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბანკზე თავდამსმელი ბადრი ესებუა ამ დროისთვის დაკავებული არ არის და საგამოძიებო მოქმედებები ისევ მიმდინარეობს.

განცხადება გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომაც, სადაც ნათქვამია, რომ  ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ 43 ადამიანი მძევლად მძევლები აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

იტვირთბა....