ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

21 წლის ახალ­გაზრდის გარდაცვალების ფაქტი: “მო­უ­ლოდ­ნე­ლად სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა და­ე­წყო და ძირს და­ე­ცა”

რუს­თავ­ში გარ­დაც­ვლი­ლი 21 წლის ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­დან გუ­შინ გა­მო­წე­რეს, ანსამ­ბლ “თუ­თარ­ჩე­ლას” წევ­რი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას “რუს­თა­ვი 2” ავრცელებს. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ან­სამ­ბლის 30 წევ­რია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი Ambebi.ge-სთან ამ­ბო­ბენ, 21 წლის ახალ­გაზ­რდას, კო­რო­ნა­ვირუ­სი დახ­ლო­ე­ბით სამი კვი­რის წინ და­უ­დას­ტურ­და. ის თბი­ლის­ში ერთ-ერთ კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში მკურ­ნა­ლობ­და. და­ა­ვა­დე­ბა უსიმპტო­მოდ, ყო­ველ­გვა­რი გარ­თუ­ლე­ბის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ახალ­გარზდა ბიჭი სას­ტუმ­რო­დან სახ­ლში გუ­შინ დაბ­რუნ­და.

დღეს კი, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, სა­ერ­თო მე­გობ­რის დას­ხმა­რებ­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და. ბი­ჭე­ბი ეზო­ში იყ­ვნენ და კა­რა­ლი­ოკს კრეფ­დნენ. თვითმხილ­ვე­ლე­ბი ambebi.ge-ს უყ­ვე­ბი­ან, რომ ბიჭს მო­უ­ლოდ­ნე­ლად სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა და­ე­წყო და ძირს და­ე­ცა. გარ­შე­მომ­ყო­ფებ­მა სას­წრა­ფო­ში და­რე­კეს და ექი­მის მოს­ვლამ­დე თა­ვად ცდი­ლობ­დნენ დახ­მა­რე­ბა გა­ე­წი­ათ. ახალ­გაზ­რდა სას­წრა­ფოს მის­ვლამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა.

წყარო: ამბები.ჯი

იტვირთბა....