ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის მერია პანდემიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია პანდემიით დაზარალებული მოქალაქეების გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას იწყებს – ამის შესახებ საზოგადოებას მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ განუცხადა.

მისივე განცხადებით, პროგრამა ითვალისწინებს იმ მოქალაქეების პროფესიულ სწავლებას და დასაქმების ხელშეწყობას, რომლებმაც პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგეს.

დაინტერესებულ პირებს 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ ონლაინ რეგისტრაცია ვებგვერდზე www.dasakmdi.ge
სწავლება სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების ბაზაზე წარიმართება და 15 ნოემბრიდან დაიწყება. მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების ხანგრძლივობაა 2 თვე.

იტვირთბა....