aviabiletebi
მთავარი ციტატა

“აზერბაიჯანზე საგარეო აგრესიის გაღრმავების შემთხვევაში არ გამოვრიცხავთ თურქული F-16-ების გამოყენებას” – ალიევი

“ხშირად მეკითხებიან: რას აკეთებს თურქული F-16 აქ? დავიღალე პასუხის გაცემით. თუ თქვენ გაქვთ სატელიტები, გადახედეთ, დარწმუნდით, რომ ისინი ადგილზე არიან და არა ცაზე. ისინი აქ ჩამოვიდნენ წვრთნებში და აქ დარჩნენ როდესაც ომი დაიწყო. ჩვენმა თურქმა ძმებმა ისინი ჩვენთან ზნეობრივი მხარდაჭერისთვის დატოვეს, მაგრამ თუ ჩვენზე აგრესია განხორციელდება, ისინი ამ F-16- ებს ცაში ნახავენ.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანის პრეზიდენტი

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ბრალს ერთმანეთს სდებენ.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

9 ოქტომბერს მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

იტვირთბა....