“შიდა მუშაობისთვის ე.წ. ოთხფერიან შუქნიშანს ვიყენებთ. ვანგარიშობთ ბოლო ორი კვირის საშუალო მაჩვენებელს იმის მიხედვით, თუ 100 000 მოქალაქეზე რამდენი ახალი შემთხვევაა. ახლა უკვე გადავაბიჯეთ „წითელ ზონაში“. ამ ფერების მიხედვით ვუყურებთ რამდენი საწოლი უნდა გვქონდეს, რამდენი ექიმი ერთვება მუშაობაში, რა მარაგები უნდა გვქონდეს და ა.შ.’
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
ამასთან, როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ზოგადად, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების უმეტესობას თანხმლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 603 პაციენტი გამოჯანმრთელდა. შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და რვა პაციენტი გარდაიცვალა.